
ოპოზიციური პარტიები საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, რომლის გამართვაზეც პასუხისმგებელი საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა იყოს. აცხადებენ, რომ არ აპირებენ პარლამენტში შესვლას და აპირებენ სიების ჩახსნას. აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო მანდატებზე უარი და სიების ჩახსნაზე პირველი განცხადება გააკეთა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრმა ნიკა გვარამიამ და განაცხადა, რომ მათი გაერთიანება, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, გეგმავს, დაიცვას არჩევნებზე მიღებული ხმები.
გვარამიას ამ განცხადების შემდეგ უკვე რადიკალური ოპოზიცია ერთმანეთზე მიყოლებით ამტკიცებდა, რომ სიებს ჩახსნიდნენ, თუმცა ჯერჯერობით, სიების ჩახსნაზე განცხადებას არ აკეთებს გიორგი გახარიას პარტია და რაც ასევე საინტერესოა არც პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ რევოლუციას უერთდება. როგორც for.ge-ს გახარიას პარტიასთან დაახლოებული პირი უყვება, ყოფილი პრემიერის პარტია პარლამენტში შევა, ისევე როგორც, დიდი ალბათობით, საპარლამენტო ცხოვრებაზე უარს არ იტყვის ნიკა გვარამიას „კოალიცია ცვლილებებისთვის“. თავად გახარია, რომელმაც 12 მანდატი მიიღო, აცხადებს, რომ „ოცნების“ არალეგიტიმურ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემს, მაგრამ მას არც სიების ანულირებაზე და არც სხვა სამომქვლო ქმედებაზე არ უსაუბრია
წყარო: for.ge