რეზონანსი
29.10.2024

გახარია საქართველოსთვის ლიდერმა გიორგი გახარიამ ცესკოს სმარტმატიკთან გაფორმებული კონტრაქტისა და მასში შეტანილი ჩვლილებების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვება მოთხოვა.

ამასთან ერთად გახარიამ განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე მოქალაქეების ის ნაწილი უნდა გასაჯაროვდეს, სადაც გარკვეული იქნება, მოქალაქე მონაწილეობდა თუ არა არჩევნებში, რომელ საარჩევნო უბანზე მისცა ხმა და რომელ საათზე.

"ცესკოსგან მოვითხოვეთ სმარტმატიკთან გაფორმებული კონტრაქტის გადმოცემა და ყველა ის ცვლილებები, რომელიც ამ კონტრაქტშია შეტანილი, რათა გასაჯაროვდეს. 

"ჩვენ დღეს მოვითხოვეთ, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე მისული 2 76791 ამომრჩევლის სრული ბაზა გადაეცეს ნეიტრალურ, ობიექტურ პლატფორმას, სადაც თითოეულ ამომრჩეველს, ინდივიდუალურად, უნდა შეეძლოს, გადაამოწმოს შემდეგი მონაცემები: მონაწილეობდა თუ არა არჩევნებში; რომელ უბანზე მისცა ხმა; რომელ საათზე მისცა ხმა. 

დღეს ცესკო გამოვარდა და თქვა, რომ ეს ყოველივე პირად მონაცემებსა და კანონს არღვევს. მინდა შევახსენო ცესკოს, რომ არავინ ითხოვს ბაზების გასაჯაროვებას. საუბარია ამომრჩევლის მიერ საკუთარი ხმის მიცემის ფაქტის დადასტურებასა და დაცვაზე. 

ცესკოს საიტზე დღესაც არსებობს საინფორმაციო ბაზა, სადაც თითოეულ ჩვენგანს, შეუძლია, შევიდეს, გადაამოწმოს საკუთარი თავი და ნახოს, რომელ უბანზეა მიწერილი. ჩვენ ვითხოვთ, რომ ამ მონაცემებს დაემატოს ის რეკვიზიტები, რომელიც ჩამოვთვალე", - თქვა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიას თქმით, ცესკოს ამ მონაცემების გასაჯაროვება უპრობლემოდ შეუძლია და მიიჩნევს, რომ ეს მონაცემები, სანამ ხელმისაწვდომია და როცა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, აუცილებელია ამ ინფორმაციის გასაჯაროვება.

დღეს ყველა ეს ინფორმაცია ცესკოს განკარგულებაშია, მათ ამის გაკეთება შეუძლიათ ერთ საათში. ჩვენ არ ვიცით, სმარტმატიკთან კონტრაქტი როგორ არის გაფორმებული და როდემდე შეინახება ეს ინფორმაცია, შეიძლება ერთ-ორ კვირაში, 10 დღესა ან ერთ თვეში, ეს ინფორმაცია ჩვენთვის მიუწვდომელი გახდეს. მეორეს მხრივ, ამხელა დაძაბულობასა და პოლიტიკური კრიზისის პირობებში, როდესაც ქვეყანას ევროპული გზა ეკეტება და სახელმწიფოს სჯერა თავისი ქმედებების, ამ ინფორმაციის გასაჯაროვება, ერთხელ და სამუდამოდ, საკითხს დახურავს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×