რეზონანსი
29.10.2024

23წლის ქართველი ფეხბურთელი, თორნიკე ლაფაური გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს. როგორც ცნობილია, ახალგაზრდა მძიმე დაავადებას ებრძოდა:

“თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საკრებულოს წევრის გივი ლაფაურის შვილის, თორნიკე ლაფაურის გარდაცვალების გამო.

ეს არის ტრაგედია, რომლის დროსაც სიტყვები უძლურია.

23 წლის ახალგაზრდამ შეძლო ის, რომ ყველასთვის თავი დაემახსოვრებინა ღირსეულ, წესიერ, პატიოსან და კეთილშობილ ადამიანად.

ვუსამძიმრებთ ბატონ გივის, მის მეუღლეს, ნათესავებს, ახლობლებს, მეგობრებსა და საფეხბურთო კლუბ “თელავს”.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×