რეზონანსი
29.10.2024

ბელარუსი ოპოზიციონერი სვეტლანა ტიხანოვსკაია საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს ეხმიანება და წერს, რომ საქართველო ევროპას ეკუთვნის, ხოლო ქართველი ხალხი თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს იმსახურებს. 

"საქართველო ევროპას ეკუთვნის! დღეს ჩემი გული მამაცი ქართველი ხალხის გვერდითაა, რომელიც სამართლიანობისა და საკუთარი მომავლის ფორმირების უფლებისთვის იბრძვის. ქართველები იმსახურებენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, ევროპულ გზას, რომელიც ემყარება დემოკრატიასა და თავისუფლებას და უპირველეს ყოვლისა, ძალაუფლებას თავად გადაწყვიტონ საკუთარი ბედი," - წერს სვეტლანა ტიხანოვსკაია. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×