რეზონანსი
29.10.2024

„კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მათ აქვთ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები და სქემები, რომლებსაც საზოგადოებისთვის მალე გაასაჯაროებენ.

ამის შესახებ გვარამიამ ჟურნალისტებს ოპოზიციური პარტიების შეხვედრის წინ განუცხადა.

მისი თქმით, ამ სქემების შესახებ საზოგადოებას „წარმოდგენაც არ ჰქონია".

„ერთადერთი რასაც გეტყვით ისაა, რომ ხომ უნდოდათ მტკიცებულებები და სქემის გახნა [არჩევნების გაყალბების]. სქემის ყველა მიმართულება გახსნილია და მტკიცებულებები ყველგან გვაქვს. მათ შორის ისეთი მიმართულებებით, რომლებზეც წარმოდგენაც არ ჰქონდა საზოგადოებას. მალე გავასაჯაროებთ", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×