რეზონანსი
29.10.2024

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი, რომელიც ოპოზიციის აქციებს თბილისში ესწრებოდა, აცხადებს, რომ ევროკავშირმა არ უნდა აღიაროს საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები.

ამის შესახებ მიხაელ როთი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

„საქართველოში მმართველი პარტია თუ ასე დარწმუნებულია თავის „პატიოსან გამარჯვებაში", ის აუცილებლად დაუყოვნებლივ დაიწყებს გაყალბების ყველა ბრალდების დამოუკიდებელ გამოძიებას. მაშინ ახალი არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული დამოუკიდებელ ანგარიშზე დაყრდნობით. ევროკავშირმა არ უნდა აღიაროს ეს არჩევნები", - წერს მიხაელ როთი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×