რეზონანსი
29.10.2024

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ის დაელოდა არჩევნების შედეგების გამოცხადებას, რის შემდეგაც გადაწყვიტა საქართველოში ჩამოსვლა.

„მე არ მინდოდა საარჩევნო კამპანიის დროს ჩამოსვლა საქართველოში, რადგან ეს აღქმული იქნებოდა ჩვენი ჩარევის მცდელობად. ჩვენ დაველოდეთ შედეგებს და შემდეგ გადავწყვიტე, ჩამოვსულიყავი თბილისში, ამიტომ მადლობა პრემიერ-მინისტრს არჩევნების შემდეგ მოწვევისთვის“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად გუშინ ეწვია, რომლის შემადგენლობაში არიან უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო, უნგრეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი მარტონ ნადი, უნგრეთის ფინანსთა მინისტრი მიხაი ვარგა და სახელმწიფო მდივანი იანოშ მატე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×