რეზონანსი
28.10.2024

ევროკავშირის მინისტრები საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ - დოკუმენტის 13 ხელმომწერი მოითხოვს, რომ დროულად იქნას გამოძიებული ის დარღვევები, რომლებიც საპარლამენტო არჩევნებში დაფიქსირდა.

ევროკავშირის მინისტრები საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ და გმობენ საერთაშორისო ნორმების დარღვევას. 

"საარჩევნო მთლიანობის დარღვევა შეუთავსებელია იმ სტანდარტებთან, რომლებიც მოსალოდნელია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან" - წერია დოკუმენტში.

ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული საქართველოში არსებული ვითარებით. საერთაშორისო დამკვირვებლებმა დააფიქსირეს დარღვევები, როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ასევე არჩევნების დღეს. ჩვენ ვგმობთ საერთაშორისო ნორმების ყოველგვარ დარღვევას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის.

ჩვენ ვიზიარებთ მათ შეშფოთებას და ვითხოვთ საჩივრების მიუკერძოებელ გამოძიებას და დაფიქსირებული დარღვევების გამოსწორებას. ჩვენ ამ რთულ დროს ქართველების გვერდით ვდგავართ. მნიშვნელოვანია საპროტესტო აქციები და განსაკუთრებით ის, რომ ხელისუფლების რეაქცია პროტესტზე მშვიდობიანი იყოს.

საარჩევნო მთლიანობის დარღვევა შეუთავსებელია იმ სტანდარტებთან, რომლებიც მოსალოდნელია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან. ისინი ღალატობენ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. 

კანონის უზენაესობისა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების დაცვა საქართველოს ევროკავშირის გზაზე ნებისმიერი პროგრესის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ ვაკრიტიკებთ პრემიერ-მინისტრ ორბანის ნაადრევ ვიზიტს საქართველოში. ის ევროკავშირის სახელით არ საუბრობს", - წერია განცადებაში. 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×