რეზონანსი
28.10.2024

ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული მოთხოვნა - ჩატარდეს არჩევნები ახლიდან, ოღონდ ჩაატაროს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციამ, - ამის შესახებ „ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აქციაზე განაცხადა.

მან საზოგადოებას თავისი გუნდის სახელით, გეგმები წარუდგინა და აღნიშნა, რომ არავისთან არანაირ მოლაპარაკებებს არ აპირებენ, გარდა არჩევნების ხელახლა დანიშვნის საკითხისა.

მე მინდა, ვთქვა ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ - პირველი: როგორც თქვენ, ასევე ჩვენ  ვთვლით ამ არჩევნებს არალეგიტიმურად,

მეორე -  არ ვაპირებთ ამ პარლამენტში შესვლას, ყველა მანდატზე ვამბობთ უარს და ჩავხსნით სიას,

მესამე - ჩვენ ვაპირებთ ვიბრძოლოთ გამარჯვებამდე და პირობას გაძლევთ გავიმარჯვებთ,

მეოთხე -  ჩვენ გვაქვს კონკრეტული მოთხოვნა ჩატარდეს არჩევნები თავიდან, ოღონდ ჩაატაროს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციამ.

ამასთან, არ ვაპირებთ არანაირ მოლაპარაკებებში შესვლას. არ ვაპირებთ არანაირი დიალოგების წარმოებას, ერთადერთი მოლაპარაკება და შეთანხმება უნდა იყოს ახლიდან ჩატარებულ არჩევნებზე, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო ადმინისტრაცია და არა "ქართული ოცნების" და სუს-ის მიერ მართული საარჩევნო კომისიები,“ - განაცხადა ვაშაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×