რეზონანსი
28.10.2024

ვამბობდით, რომ რადიკალური ოპოზიცია, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი ემზადებოდა არა 26 ოქტომბრისთვის, არამედ არჩევნების შემდეგი პერიოდისთვის, რადგან მათ კარგად იცოდნენ, რომ სამართლიანი არჩევნების პირობებში მწარედ მარცდებოდნენ, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილის თქმით, მათ დემოკრატიული პროცესები თავიდანვე არ აინტერესებდათ.

„მათ აინტერესებდათ მხოლოდ არეულობა და ქაოსი. ახლა ზუსტად ის ხდება, რასაც ვპროგნოზირებდით და რითაც შევძელით, რომ ინფორმირებული ყოფილიყო საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა და ეს არჩევნებიც შედეგებზეც აისახა. ახლა სასოწარკვეთილი ადამიანების ქმედებებს ვხედავთ, რაც მხოლოდ ერთ შედეგს გამოიღებს - რადიკალური ჯგუფები, რომელთაც ქვეყნის განადგურება მიზნად დაისახეს, ძირი თავად გამოეთხრებათ ქართულ პოლიტიკაში", - განაცხადა იონათამიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×