რეზონანსი
27.10.2024

ჩეხეთი შეშფოთებულია საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევების გამო, ყურადღებით ვაკვირდებით ქვეყანაში არსებულ ვითარებას და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ძალადობისგან, - ასე ეხმაურება ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს.

უწყება აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს დემოკრატიულ ღირებულებებს.

„საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს დემოკრატიულ ღირებულებებს და შეცვალოს ის ქმედებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მიმართულებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×