რეზონანსი
27.10.2024

"უნდა შევიკრიბოთ ბევრი და უნდა ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ საქართველოს პრეზიდენტი საუბრობს ქართველი ხალხის სახელით", - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია პრეზიდენტის განცახდების შემდეგ საუბრობს და ხვალ დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება.

...რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, მე არ მგონია, რომ დღეს საქართველოში ვინმეს შეეძლო ამგვარი განცხადების გაკეთება. საქართველოს პრეზიდენტი არის ერთადერთი კონსტიტუციური ინსტიტუცია ამ ქვეყანაში, რომელიც ზრუნავს საქართველოში დემოკრატიაზე, ქართველ ხალხზე და საქართველოს დასავლურ მომავალზე. ეს არის ერთადერთი, კვლავ ვიმეორებ, კონსტიტუციური ინსტიტუცია და დამოუკიდებელი თანამდებობის პირი ამ თვალსაზრისით. მე ვფიქრობ, რომ ეს შესანიშნავი გადაწყვეტილებაა, მე ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილებაა. მიმართვა საერთაშორისო თანამეგობრობისადმი იყო ასევე ძალიან დროული და ძალიან ადეკვატური და ასევე ვფიქრობ, რომ ინიციატივა უნდა აეღო პრეზიდენტს და მან ეს გააკეთა. ძალიან რთული მომენტია ჩვენი ქვეყნისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ახლა ჩვენი გადარჩენა. ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა არჩევანი - ან ყველაფერი, ან არაფერი. ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს, რომ მას იგივეთი არ ვუპასუხოთ. ამიტომ, საქართველო უნდა გადარჩეს, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×