რეზონანსი
27.10.2024

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო, რომელიც საქართველოში, სპეციალურად საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად ჩამოვიდა, ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" არჩევნები იყიდა.

მედიასთან საუბრისას, გონჩარენკომ პირდაპირ თქვა, რომ არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში არ ჩატარებულა. 

არ ვფიქრობ, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იყო, ეს ჩემი პირადი პოზიციაა, მაგრამ კოლეგებიც მეთანხმებიან, ამ გზით ქვეყანა ბრუნდება უკან საბჭოთა კავშირში, დაისვა შეკითხვა იმასთან დაკავშირებით მოპარულია თუ არა ეს არჩევნები - ჩემი აზრით, არჩევნები "ქართულმა ოცნებამ" იყიდა", - განაცხადა გონჩარენკომ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×