რეზონანსი
27.10.2024

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ კოალიციის ოფიში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ცესკოს მიერ გამოცხადებული პირველადი შედეგები არ ასახავს საქართველოს მოქალაქეების ნებას. 

"ჩვენ ვართ განრისხებულები იმით, რისი დაწერაც გაბედა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. შედეგები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. ეს ციფრები ეწინააღმდეგება საქართველოს ისტორიულ და დღევანდელ არჩევნებს. "ძლიერი საქართველო" იბრძვის თითოეული ხმის დასაცავად, ვიყენებთ ყველა კანონიერ საშუალებას, რომ დაცული იყოს საქართველოს ხალხის დემოკრატიული და ევროპული არჩევანი. არ ვაპირებთ ვინმეს გავატანოთ ეს არჩევანი", - განაცხადა ანა დოლიძემ. 

ლევან ცუცქირიძის თქმით კი, ამ შედეგისთვის არ ყოფილა ისტორიულად მაღალი აქტივობა და ამისათვის არ უვლიათ ემიგრანტებს ასეულობით კილომეტრი.

"ამისათვის არ მდგარან ისინი 8-9 საათი საელჩოების რიგში. ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, ყველა კანონიერი დემოკრატიული ფორმით და ჩვენი ქვეყნსი ევროპული მომავლის გადასარჩენად გამოვიყენებთ, ყველა მშვიდობიან, დემოკრატიულ საშალებას", - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×