რეზონანსი
27.10.2024

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ილია თოფურიამ ქამარი დაიცვა. UFC-ის ქართველმა მებრძოლმა მაქს ჰოლოუეი დაამარცხა. ორთაბრძოლა სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა. "მატადორმა" თავისი ტიტული პირველად დაიცვა. ორთაბრძოლა აბუ-დაბიში გაიმართა.

ბრძოლის პირველივე წუთებიდან თოფურიამ უპირატესობა მოიპოვა, დგომშიც აქტიური იყო და ჰოლოუეი მიწაზეც რამდენჯერმე გადაიყვანა.

მეორე რაუნდიც ქართველის უპირატესობით წარიმართა. თოფურიამ გადამწყვეტი უპირატესობა მესმე რაუნდში მოიპოვა და საბოლოოდ ჰოლოუეის ნოკაუტით სძლია.

ილია თუფურიას შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 16 შეხვედრის შემდეგ 16 გამარჯვება აქვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×