რეზონანსი
27.10.2024

"ნაციონალურ მოძრაობაში" არჩევნების პირველად მონაცემებთან დაკავშირებით, სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. როგორც პარტიის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა, ისინი არჩევნების ამ შედეგებს არ მიიღებენ:

"დღევანდელი ისტორიული არჩევნები იყო ქართველი ხალხის გამარჯვება და რჩება ქართველი ხალხის გამარჯვებად, ეს აჩვენა, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულმა ეგზიტპოლებმა, სადაც დიდი უპირატესობით გამოჩნდა პროევროპული ოპოზიციის გამარჯვება. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ცესკომ შეასრულა ივანიშვილის ბინძური დაკვეთა და გამოაცხადეს შედეგები, რომელიც აჩვენებს, რომ ოლიგარქმა ივანიშვილმა ქართველ ხალხს გამარჯვება მოჰპარა და ამით მოჰპარა ევროპული მომავალი. "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" სახელით ვაცხადებთ, რომ ჩვენ მოპარული, მიტაცებული არჩევნების შედეგებს არ ვიღებთ და ჩვენ ამ მოპარული, მიტაცებული შედეგების აღიარებას არ ვაპირებთ", - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

დაახლოებით იგივე განცხადება გაკეთდა "კოალიცია ცვლილებებისთვის" ოფისში. როგორც პარტიის ლოდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, ეს იყო მოპარული არჩევნები და არ აპიარებენ შედეგების აღიარებას, ხოლო კონკრეტულად სამოქმედო გეგმას ხვალ გაასაჯაროებენ. ელე ხოშტარიამ კი დააკონკრეტა, რომ ქუჩის პროტესტს იწყებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×