რეზონანსი
26.10.2024

ყველა საარჩევნო უბანზე, სადაც ვიყავით, ყველაფერმა შეუფერხებლად ჩაიარა. ვესაუბრეთ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, არასამთავრობოებს, ადგილობრივ პერსონალს და პროცედურები დაცულად წარიმართა, - განუცხადა „ქრონიკას“ საერთაშორისო დამკვირვებელმა ანდრაშ ლასლომ.

„საარჩევნო პროცესის სანდოობა არ დარღვეულა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ელექტრონული სისტემით ხალხი კმაყოფილია, კარგად მუშაობს. რეგულაციების დაცვის კუთხითაც დადებითი შეფასება გვაქვს. აქტივობა ძალიან მაღალია. არჩევნების სანდოობასა და პროცესიის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით არანაირი შენიშვნა არ მაქვს. არც ერთ საარჩევნო უბანზე არ დარღვეულა ლეგიტიმურობა. დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების შედეგები ქართველი ხალხის ნებას ასახავს“, - აღნიშნა ანდრაშ ლასლომ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×