რეზონანსი
26.10.2024

მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მხარდამჭერს, რომელმაც თავისი მხარდაჭერა გამოხატა საარჩევნო ბიულეტენზე და გააფერადა „ქართული ოცნება“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.

„დღეს ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ აირჩია ის ძალა, რომელიც ქართველ ხალხს დაამშვიდებს, გახდის კიდევ უფრო სამართლიანს და რომელიც ღირსებით, მშვიდობითა და კეთილდღეობით შეიყვანს საქართველოს ევროკავშირში. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მხარდამჭერს, რომელმაც თავისი მხარდაჭერა გამოხატა საარჩევნო ბიულეტენზე და გააფერადა „ქართული ოცნება“, - აღნიშნა ბრეგაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×