რეზონანსი
26.10.2024

როდემდე უნდა ვუყუროთ ამ სამარცხვინო, მოსყიდულ ორგანიზაციას? 60% ხო დაწერეს ჯერ კიდე გუშინ? დღეს დაწერეს 56%. ჩვენ ვიცით, რომ ამის არავის არ სჯერა ქოცების და ბიძინა ივანიშვილის ჩათვლით - ამბობს "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სამთავრობო "იმედის" დაკვეთით, "გორბის" ჩატარებულ კვლევაზე საუბრისას, რომლის მიხედვითაც "ოცნებას" 56% დაუწერეს. 

ნიკა გვარამიამ გაიხსენა წინა წლებში, სხვადასხვა არჩევნებში, ამავე ორგანიზაციის დაწერილი შედეგები "ოცნების" კანდიდატებისთვის, რომლებიც რეალობას არ ემთხვეოდა. 

"ორი ეგზიტპოლი ჩატარდა ["ედისონ რისერჩი" - "ფორმულა" და  Harrys X "მთავარი არხი"] ორივე ამერიკული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული, ძალიან მაღალი სანდოობის და პრაქტიკულად, იდენტურია შედეგები. ქართული ოცნება დამარცხდა, შეეგუონ დამარცხებას და დამარცხება არ არის სიცოცხლის დასასრული, თუ შეუძლიათ იმუშაონ ოპოზიციაში, იმუშაონ ოპოზიციაში." ამბობს ნიკა გვარამია.   

კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი პროგნოზირებს, რომ ცესკოს ოფიციალური მონაცემების დათვლის დაწყების შემდეგ, "ოცნება" 40%-ს ჩამოსცდება და დაჯდება 63-65 მანდატზე, რადგან ოპოზიციას დაემატება ემიგრანტების ხმებიც. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×