რეზონანსი
26.10.2024

„ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალური ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე, სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. მოქალაქეები ერთმანეთს კახეთის გზატკეცილზე, პირდაპირ საავტომობილო გზაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ ერთმანეთს.

„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, ოფისში უცნობი პირები მივარდნენ, რასაც მხარეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

„ნაციონალური მოძრაობის" წევრების თქმით, შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულებიც.

ამ დროისათვის ადგილზე სიტუაცია განმუხტულია, მიმდებარე ტერიტორია ავტომობილით დატოვეს იმ პირებმა, რომლებიც ოფისთან იყვნენ მისულები.

ადგილზე მობილიზებულები არიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებიც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×