რეზონანსი
26.10.2024

17:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 50.6 პროცენტს შეადგენს, საარჩევნო უბნებზე მისულია 1 768 816 ამომრჩეველი, - ინფორმაციას ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

რეგიონების მიხედვით პროცენტული განაწილება კი შემდეგნაირია: სამეგრელო-ზემო სვანეთი - 47.84 %; თბილისი - 52.42%; კახეთი - 51.33%; მცხეთა-მთიანეთი - 51.93%; ქვემო ქართლი - 42.29%; შიდა ქართლი - 50.67 %; სამცხე-ჯავახეთი - 52.38%; რაჭა ლეჩხუმი - 61.81%; იმერეთი -51.26%; გურია - 53.74%; აჭარა - 53.05%.

ამასთან, ცესკო-ს მონაცემებით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 53,03%-ს შეადგენდა, 2016 წელს - 42,04%-ს, 2020 წელს კი -45,77%-ს.

ცნობისთვის, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. მთელი ქვეყნის მასშტაბით, საქართველოში გახსნილია 3 044 უბანი, მათ შორის 13 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, საიდანაც 12 - პენიტენციურ დაწესებულებებში, ერთი კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრშია განთავსებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×