რეზონანსი
25.10.2024

აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს ბრძანებებს ორ ქვეყანას შორის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიების საქმიანობის შესახებ.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, დებულება ასევე ეხება სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის უსაფრთხოების საკითხთა კომისიის საქმიანობას.

პარალელურად, სომხური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტის, ვაჰაგნ ხაჩატურიანის მიერ ხელმოწერილი კანონიც საზღვრის უსაფრთხოებისა და დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ერთობლივ საქმიანობას უკავშირდება.

სომხური მედიის ინფორმაციით, სადემარკაციო კომისიების დებულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს 26 სექტემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად, შეესაბამება ქვეყნის კონსტიტუციას.

24 ოქტომბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მათ საგარეო საქმეთა სამინისტროებს სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების გაგრძელება დაავალეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×