რეზონანსი
25.10.2024

დეპუტატ  სოზარ სუბარის განცხადებით, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ნაწილი საარჩევნო სადამკვირვებლო პროცესის ჩვეულებრივი გამყალბებლები არიან.

„ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ის ნაწილი, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ მდიდარ „ენჯეოებს“, პრაქტიკულად არიან აგენტურა და იმართებიან უცხოეთიდან. მათი ნდობა არის მინიმალური. ისინი შერწყმულნი არიან ქართულ რადიკალურ ოპოზიციასთან. ამისი მკაფიო მაგალითები გვაქვს. რაც შეეხება საერთაშორისო დამკვირვებლებს, ბევრი მათგანი არის პოლიტიკოსი და პოლიტიკური მიკერძოებულობის გარკვეული ხარისხი აქვთ, თუმცა ძალიან ბევრი არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და მაღალი პროფესიონალიზმისა და მაღალი ნდობის მქონე ადამიანი. დარწმუნებული ვარ, რომ მათი მეორე ნაწილის შეფასებები იქნება აბსოლუტურად ობიექტური“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×