რეზონანსი
25.10.2024

ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონის შედეგებს აქვეყნებს.

როგორც ეროვნული ბანკის ინფორმაციაშია აღნიშნული, 2024 წლის 25 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა გაყიდა 40 000 000 აშშ დოლარი.

სებ-ის ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7199 შეადგინა.

„დღევანდელი სავალუტო აუქციონის გამართვის გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა ამჯერადაც არაფუნდამენტური ფაქტორების ჭარბი გავლენისა და სავალუტო ბაზარზე წინასაარჩევნო პერიოდისთვის ტრადიციულად დამახასიათებელი აჟიოტაჟის პრევენციის მიზნით მიიღო", - უთხრეს bm.ge-ის ეროვნულ ბანკში.

ინფორმაციისთვის, ეს 2024 წლის ოქტომბერში რიგით მეოთხე სავალუტო ინტერვენციაა, რომელთა ჯამიც 213 მილიონ დოლარს შეადგენს, ხოლო მთლიანად 2024 წლის განმავლობაში ინტერვენციების ჯამი 382 მილიონი დოლარია.

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენცია განახორციელა 23 ოქტომბერსაც და 60 მილიონი დოლარი გაყიდა. მაშინ სებ-მა აღნიშნული წინასაარჩევნო აჟიოტაჟური ქმედებების და ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციების დაბალანსებით ახსნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×