რეზონანსი
25.10.2024

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის უკრაინაში ჩასვლაზე უარი თქვა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს პრესი" უკრაინის პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ცნობებით, ყაზანში, „ბრიქსის" სამიტზე დასწრების შემდეგ გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტერეშს უკრაინაში ჩასვლა სურდა, თუმცა პრეზიდენტმა ზელენსკიმ მის ვიზიტზე უარი თქვა. აღნიშნული ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ოფისში გამოცემა „უკრაინკასია პრავდასაც" დაუდასტურეს.

რუსეთში „ბრიქსის "სამიტზე ანტონიუ გუტერეშის ჩასვლას კიევის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

„მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ არ დაივიწყოს გაერო-ს შექმნის მიზანი, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა მაღალჩინოსანმა, შესაძლოა, უპირატესობა მიანიჭოს ყაზანის ცდუნებებს, ვიდრე გაერო-ს წესდების შინაარსს," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

„ბრიქსის " სამიტზე სიტყვით გამოსვლისას გაერო-ს გენერალურმა მდივანმა უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის დამყარების აუცილებლობაზე ისაუბრა გაერო-ს წესდების, საერთაშორისო სამართლისა და გენერალური ასამბლეის რეზოლუციების შესაბამისად.

გაერო-ს ინფორმაციით, ანტონიუ გუტერეშმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა გაერო-ს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევა იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×