რეზონანსი
25.10.2024

საქართველოს წილი რუსეთის მთლიან ვაჭრობაში არის 0.3%. რა თქმა უნდა, საქართველოს არ შეუძლია ეკონომიკური სანქციებით რუსეთის ეკონომიკისთვის ზიანის მიყენება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „ევრონიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ოპოზიცია დაჟინებით ითხოვდა საქართველოს მთავრობისგან სანქციებზე მიერთებას, მაგრამ სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

„ძალიან მარტივად შემიძლია აგიხსნათ ყველაფერი. საქართველოს წილი რუსეთის მთლიან ვაჭრობაში არის 0.3%. რა თქმა უნდა, საქართველოს არ შეუძლია ეკონომიკური სანქციებით რუსეთის ეკონომიკისთვის ზიანის მიყენება. ამავე დროს, სანქციების შემოღება კონფლიქტის ესკალაციის ტოლფასი იქნებოდა. ამიტომ ჩვენ გვქონდა ძალიან მყარი საფუძველი, არ დაგვეკმაყოფილებინა ოპოზიციის მოთხოვნა. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა აღვკვეთოთ საქართველოს ტერიტორიის გამოყენება სანქციებისგან თავის ასარიდებლად", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×