რეზონანსი
25.10.2024

პარტია „გახარია საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია ეჭვობს, რომ ხელისუფლება საქსტატის კომპეტენციაში ჩარევას ცდილობს.

„კიდევ ერთი ინსტიტუტი, რომელსაც ახლა ესენი (ქართული ოცნება) ღუპავენ, სამწუხაროდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურია. საქსტატი აუცილებლად მისახედი იქნება.

კითხვები მიჩნდება განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვუყურებ იმ ციფრებს, რომელსაც აქვეყნებენ... ბევრი მიმართულებით, მაგალითად, ეკონომიკის ზრდის მონაცემებთან დაკავშირებით...

ინტერპრეტირების კორიდორი საკმაოდ დიდია და ჩათვალეთ, რომ ეს იყო ჩემი განგაშის ზარი იმ ადამიანების მიმართ, ვინც მართავს ამ ინსტიტუტს და იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც ყოველთვის ჰქონდათ მცდელობა, ამ ინსტიტუციის კომპეტენციაში ჩარევის და ყოველთვის ხვდებოდათ ის, რასაც იმსახურებდნენ და ახლა რასაც ვუყურებ, მგონი იქ რაღაც პრობლემებია. შეიძლება ვცდები და იმედია, ვცდები", - განაცხადა გიორგი გახარიამ გადაცემა „წერტილში".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×