რეზონანსი
24.10.2024

გიორგი გახარია სამართალდამცველებს მიმართავს და მოუწოდებს, შეასრულონ საკუთარი მოვალეობა- ემსახურონ ხალხსა და ქვეყანას და არა პარტიულ ბოსებს:

"თქვენი როლი იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქემ გააკეთოს თავისი დამოუკიდებელი არჩევანი მშვიდ და თავისუფალ გარემოში, არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა მნიშვნელობის არჩევნებია რამდენიმე დღეში. მე არასოდეს არ ვიკადრებ მოგიწოდოთ - ხმა მისცეთ ერთ, მეორე, ან მესამე მხარეს. მე უბრალოდ გთხოვთ და მოგიწოდებთ, ემსახურეთ სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქეს და არა პარტიას და პარტიულ ბოსებს. ეს ადამიანები თავისი მოპარული ფულით, მალე გაიქცევიან ქვეყნიდან და ჩვენ ერთად პირისპირ დავრჩებით და ერთად მოგვიწევს სახელმწიფოს დაცვა" აღნიშნა გახარიამ და იმედი გამოთქვა, რომ პოლიცია ღირსეულად შეასრულებს საკუთარ მისიასა და მოვალეობას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×