რეზონანსი
24.10.2024

"ბიჭები, ტრასაზე იდგნენ, თავიანთი მანქანა გაჩერებული ჰქონდათ და გამვლელმა სატვირთომ დაარტყა... ოთხივე ადგილზე დაიღუპა" -  რა ხდება ცნობილი წალკაში მომხდარ ავარიაზე?

უმ­ძი­მე­სი ავა­რია მოხ­და წუ­ხელ წალ­კა­ში. ოთხი ახალ­გაზ­რდა ბიჭი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ემსხვერ­პლა. მომ­ხდარს ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ადას­ტუ­რებს წალ­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რის მო­ად­გი­ლე ემ­ზარ გე­ლო­ვა­ნი. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ბი­ჭე­ბი თბი­ლის­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მიერ გა­მარ­თულ აქ­ცი­ა­ზე იყ­ვნენ და იქი­დან შინ ბრუნ­დე­ბოდ­ნენ, რა დრო­საც ეს ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. თუმ­ცა ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში მე­რის მო­ად­გი­ლე არ ადას­ტუ­რებს.

"ძა­ლი­ან ცუდი ამ­ბა­ვი მოხ­და, 4 ახალ­გაზ­რდა კა­ცია გარ­დაც­ვლი­ლი. სვა­ნი ბი­ჭე­ბი, ტრა­სა­ზე იდ­გნენ, თა­ვი­ან­თი მან­ქა­ნა გა­ჩე­რე­ბუ­ლი ჰქონ­დათ და გამ­ვლელ­მა მან­ქა­ნამ და­არ­ტყა ამ დროს. სამ­წუ­ხა­როდ, ოთხი­ვე ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა. არ მი­სუ­ლი წალ­კამ­დე მოხ­და ეს ტრა­გე­დია. ახალ­გაზ­რდე­ბი არი­ან, 35 წლის არის ყვე­ლა­ზე უფ­რო­სი, უმ­ცრო­სი კი 22 წლის. რო­გორც ვიცი, სვა­ნე­თი­დან მო­დი­ოდ­ნენ მან­ქა­ნით. ვინც და­ე­ჯა­ხა ის გამ­ვლე­ლია, სატ­ვირ­თო მან­ქა­ნით მოძ­რა­ობ­და და გა­ი­ტა­ნა ყვე­ლა­ნი. თბი­ლის­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი ცხედ­რე­ბი და ახლა მი­დის ექ­სპერ­ტი­ზა, ჯერ დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ არის. ოთხი­ვე ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა, მძი­მე ტრა­გე­დი­აა. თა­ნა­ვუგ­რძნობ მათ ოჯა­ხებს. მეც შე­ვეს­წა­რი მომ­ხდარს, ავა­რია უკვე მომ­ხდა­რი იყო, პო­ლი­ცია იქ იყო, გა­ვა­ჩე­რეთ მან­ქა­ნა და გა­ვი­გეთ ეს სა­ში­ნე­ლე­ბა...", - განუცხადა "ამბებს"ემ­ზა­რ გელოვანმა.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბაც ვცა­დეთ ბა­ტონ ემ­ზარ­თან და ვკი­თხეთ, ახალ­გაზ­რდე­ბი აქ­ცი­ი­დან ხომ არ ბრუნ­დე­ბოდ­ნენ, მან ეს ინ­ფორ­მა­ცია უარ­ყო.

"ახლა მი­ა­ბა­მენ აქ­ცი­ას მომ­ხდარს, მაგ­რამ ამ ბი­ჭებს შე­ხე­ბა არ ჰქო­ნი­ათ აქ­ცი­ას­თან. რო­გორც ვიცი, სვა­ნე­თი­დან მო­დი­ოდ­ნენ, ერთ მან­ქა­ნა­ში ის­ხდნენ... სახ­ლე­ბამ­დე სა­დღაც ერთი კი­ლო­მეტ­რი ჰქონ­დათ დარ­ჩე­ნი­ლი, რო­დე­საც, სამ­წუ­ხა­როდ, ეს უბე­დუ­რე­ბა მოხ­და", - ამ­ბობს ემ­ზარ გე­ლო­ვა­ნი.

განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც:

"მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს, დაახლოებით 02:00 საათზე, კოდა-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 67-ე კილომეტრზე წალკიდან სოფელ კოდის მიმართულებით მოძრავი “ფორდის” მარკის ავტომობილი, რომელსაც 1979 წელს დაბადებული ი.გ. მართავდა, მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული ორი მსუბუქი ავტომანქანიდან გადმოსულ ოთხ მოქალაქეს შეეჯახა.

შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებებით სამი პირი შემთხვევის ადგილზე, ხოლო მეოთხე კლინიკაში გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაულში ბრალდებული ი.გ. დაკავებულია," - აცხადებს შსს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×