რეზონანსი
24.10.2024

ყველაფერზე ბრძანებას მე გავცემ, მარტო გაზზე არა, წყლის ჭავლზეც, არავითარი ჭელიძე, არავითარი ხარაზიშვილი,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა აშშ-ის მხრიდან უწყების მაღალჩინოსნების სანქცირებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა. მე ვფიქრობ, გაუგებრობაა და ძალიან მალე აღმოიფხვრება ეს თემა. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე, არჩევნების შემდეგ მოიხსნება სანქციები, გაუგებარია ნამდვილად, რა შუაშია, რატომ უნდა დასანქცირდე“, – განაცხადა ვახტანგ გომალაურმა.

მისი თქმით, აქციების დროს ყველა ბრძანებას თავად გასცემს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×