რეზონანსი
24.10.2024

პაციენტები VIP მომსახურებით სარგებლობას, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გასვლის გარეშე, სამშობიარო კლინიკებშიც შეძლებენ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მინისტრმა განმარტა, აღნიშნული ცვლილება მედიცინის სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს.

„ის ამოქმედდება ახლო მომავალში, ფორმალური პროცედურები იქნება გასასვლელი. რაც შეეხება შემდგომ კანონქვემდებარე, მინისტრის ნორმატიული აქტით საკითხების დარეგულირებას, მუშაობა გაიხსნება და წლის ბოლომდე, 1-ელ იანვრამდე გვექნება რამდენიმე მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი.

რაც შეეხება იმას, ეხება თუ არა ეს გინეკოლოგიას, ან მედიცინის სხვა მიმართულებას, სხვადასხვა მიმართულებით გვექნება ასეთი შესაძლებლობა და გამონაკლისი არ იქნება არც სამშობიაროები, იქაც გაჩნდება მსგავსი შესაძლებლობა. აქ მნიშვნელოვანია აქტიურად ვითანამშრომლოთ საკუთრივ სექტორთან, ამ მიმართულებით არ გაგვიჭირდება კონკრეტული ნორმატიული აქტების გამოშვება, რეალურად ამ ცვლილებების ამოქმედება“,-აღნიშნა მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×