რეზონანსი
24.10.2024

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ღარიბის მაჩვენებლის შემცირება გაგრძლედება და 2028 წელისთვის მაქსიმუმ 150 ათასი იქნება სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ადამიანების რაოდენობა.

„რაც შეეხება უმუშევრობას, აქაც გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც 4-პროცენტიან ნიშნულს ჩამოსცდება უმუშევრობა ჩვენს ქვეყანაში და ამისათვისაც კონკრეტული გეგმა არსებობს. სიღარიბეს რაც შეეხება, მილიონ 120 ათასი ადამიანი ცხოვრობდა საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა 2012 წელს, ეს მაჩვენებელი უკვე შემცირებულია 440 ათასამდე. ჩვენი გეგმის მიხედვით, მაქსიმუმ 150 ათასი იქნება სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ადამიანების რაოდენობა 2028 წელისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×