რეზონანსი
24.10.2024

ამ წუთებში, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ამერიკულ კომპანია "კონცეტრიქსში", რომელიც ვაკე პლაზას შენობაში მდებარეობს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები კომპანიის ოფისში დილის 9 საათზე შევიდნენ.

როგორც კონცეტრიქსის წარმომადგენლები აცხადებენ, მათი კომპანია საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობს და სხვადასხვა მსხვილ კომპანიებს მსოფლიოს მასშტაბით მომსახურებას უწებს ხარისხის გაუმჯობესებასა და ტექნოლოგიების საკითხში.  ამ წუთებში, შეფერხებულია კომპანიის საქმიანობა და მიმდინარეობს ჩხრეკა.

კომპანიის თანამშრომელი ამბობს, რომ საგამოძიებო მოქმედებები გაუგებრობაა, რაც სერიოზულ ზიანს მიაყენებს კომპანიის იმიჯს საერთაშორისო მასშტაბით. მათი თქმით, კკომპანიას არანაირი კავშირი არ აქვთ ქოლცენტრებთან. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×