რეზონანსი
23.10.2024

ყველაფერი დღესავით ნათელია - 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ დგება სამშობლოს შენარჩუნების, ჩვენი ქვეყნის გადარჩენის გადამწყვეტი დღე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, მას მტკიცედ სჯერა მმართველი გუნდის დამაჯერებელი გამარჯვების და საქართველოს უკეთესი მომავლის.

„თქვენი შემხედვარე მტკიცედ მჯერა, რომ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ და ერთად შევქმნით საქართველოს უკეთეს მომავალს.

მე კი გარწმუნებთ, რომ ჩემს პოლიტიკურ გუნდთან ერთად, ყველაფერს დავალაგებთ, ყველა ქარტეხილს ღირსეულად გადავლახავთ, ყველა გამოწვევას გავუმკლავდებით და საქართველოსთვის, ჩვენი ხალხისთვის, ყველაფერი ძალიან, ძალიან კარგად იქნება! ჩვენი ქალაქები, ჩვენი სოფლები არის და მომავალშიც აუცილებლად იქნება მშვიდობით და სიცოცხლით სავსე, რადგან „ქართული ოცნებაა" ამის გარანტი!" - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×