რეზონანსი
23.10.2024

მმართველი პარტია ძალიან კარგ აქცენტებს აკეთებს და მე ყველა აქცენტს მხარს ვუჭერ და ვეთანხმები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა ცოტნე ივანიშვილმა განაცხადა, რომელიც პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შემაჯამებელ ღონისძიებაზე იმყოფება.

როგორც ცოტნე ივანიშვილმა ჟურნალისტთან საუბარში აღნიშნა, მისი იქ ყოფნის მიზეზი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა.

„მე, როგორც ერთი რიგითი ქართველი ახალგაზრდა, ვგრძნობ პასუხისმგებლობას. მე ვთვლი, რომ უნდა დავიცვათ ჩვენი ოჯახური ღირებულებები, ჩვენი მშვიდობა, ნათელი მომავალი და მხარი დავუჭიროთ „ქართულ ოცნებას“.

ომსა და მშვიდობას შორის არის არჩევანი. მმართველი პარტია ძალიან კარგ აქცენტებს აკეთებს და მე ყველა აქცენტს მხარს ვუჭერ და ვეთანხმები”, - აღნიშნა ცოტნე ივანიშვილმა.

„თავისუფლების მოედანზე“ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება უნდა გაიმართოს.

მანამდე რამდენიმე ლოკაციიდან მსვლელობა გაიმართა. რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილებს ცოტნე ივანიშვილი შეუერთდა. კიდევ ერთი მსვლელობა გაიმართა ბარათაშვილის ხიდიდან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×