რეზონანსი
23.10.2024

ველოდებით გამარჯვებას. გამოწვევა იქნება, სად წავიღოთ ამდენი სიხარული, - ასე უპასუხა „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ კითხვას, თუ რას ელოდებიან არჩევნების დღეს და რა იქნება მთავარი გამოწვევა.

როგორც ხაზარაძემ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა, მათ მეორე გამოწვევაც აქვთ.

„ველოდებით გამარჯვებას. გამოწვევა იქნება, სად წავიღოთ ამდენი სიხარული. მეორე გამოწვევა იქნება 27 ოქტომბერს როგორ მოხდეს სწრაფად კოალიციური შეთანხმება იმისთვის, რომ დავიწყოთ მუშაობა და ჩვენი გეგმების განხორციელება. ეს არის მოკლე პასუხი“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

აღნიშნულ კითხვას, კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ იუმორით უპასუხა:

„მე ველოდები ტორტს იმიტომ, რომ ჩემი დაბადების დღეა“, - აღნიშნა დოლიძემ

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×