რეზონანსი
22.10.2024

ტრანსგენდერი ქალის, ნატა ტალიკიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე „ლელოს“ საარჩევნო სიის 52-ე ნომერი, პარლამენტის წევრობის კანდიდატი, დავით ფერაძე დააკავეს. აღნიშნულის შესახებ რუსთავი 2-ისთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი.

დგინდება, რომ ნატა ტალიკიშვილს, მისთვის უცნობმა მამაკაცმა, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ, თავში ქვის ნატეხი ჩაარტყა. ბრალდებულის სახით დაკავებული მამაკაცი, პოლიტიკური პარტია „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ წევრი, პარლამენტის წევრობის კანდიდატი, პარტიული სიის 52-ე ნომერი, დავით ფერაძე აღმოჩნდა, რომელიც ჩვენი ინფორმაციით, ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

რუსთავი 2-ისთვის ცნობილი გახდა ისიც, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. რაც შეეხება დაშავებულს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია და მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×