
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის ინფორმაციით, პოლონეთის ტერიტორიაზე დივერსიების მცდელობების საპასუხოდ, პოლონეთი ქალაქ პოზნანში რუსეთის საკონსულოს ხურავს.
როგორც სიკორსკი სოცალურ ქსელში წერს, აქვს ინფორმაცია, რომ “ეს ქმედებები არ იყო ერთადერთი და შეიძლება განმეორდეს.“
რუსეთის ფედერაცია პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დივერსიის განხორციელებას ცდილობდა. პროკურორის ოფისის თანახმად, ის რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურების მიერ შთაგონებული და მათ მიერ იმართებოდა. როგორც მინისტრს, ასევე, მაქვს ინფორმაცია, რომ ეს ქმედებები ერთადერთი არ იყო და შესაძლოა, გამეორდეს.
პოლონეთის ხელისუფლება იძულებულია გადამწყვეტი რეაგირება მოახდინოს. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, დაიხუროს რუსეთის ფედერაციის საკონსულო პოზნანში და გამოვაცხადოთ მისი პერსონალი არასასურველად პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე”, - წერს სიკორსკი.