რეზონანსი
22.10.2024

რადიკალების მიერ ფეხბურთელებზე განხორციელებულ მორიგ შეტევას ჟურნალისტებთან საუბრისას იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, რადიკალების ქმედება არის ფაშიზმის გამოვლინება, თუმცა ამას არავის გმობს.

„ნებისმიერი პირი, რომელიც მათთვის პოლიტიკური შეხედულების გამო, აზრის გამო, სიმღერის გამო, კონკრეტულ სცენაზე ასვლის გამო და კონკრეტული პოზიციის დაფიქსირების გამო მიუღებელია, ისინი მზად არიან, ის, მისი ოჯახი, მისი ახლობლები ფეხქვეშ გათელონ მორალურად. ეს არის ფაშიზმის გამოვლინება, თუმცა ამას არავის გმობს. დააკვირდით, არცერთი ბიუროკრატი, კონკრეტული უცხო ქვეყნის წარმომადგენელი არ გამოსულა და არ უთქვამს, რომ ეს არის სიძულვილის ენა, ეს არის მიუღებელი, ეს არ შეიძლება. პირიქით, მათი დუმილით ისინი როგორც ჩანს იწონებენ ამ გამონათქვამებს და ეს არის კატასტროფა. ამიტომ ვამბობთ ჩვენ, რომ უნდა ვიყოთ ფხიზლად“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×