რეზონანსი
22.10.2024

ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში ერთკვირიანი ტურის ფარგლებში ისრაელის გარდა იორდანიასა და კატარს ეწვევა.

დღეს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტსა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება და მათთან ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების განახლების საკითხს განიხილავს.

ცნობისთვის, „ჰამასის" მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ ეს ახლო აღმოსავლეთში ბლინკენის მეთერთმეტე ვიზიტია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×