რეზონანსი
22.10.2024

პარტია "გახარია საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ანა ბუჩუკური ბიძინა ივანიშვილის მიერ ყოფილი პრემიერისა და მისი თანაგუნდელების გასამართლების მუქარას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს მათი ეშინია. როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, სწორედ გახარია და მისი გუნდია ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხების გასაღები.

„ამაზე დიდი ხანია "ოცნება" ყურადღებას ამახვილებს და თვითონ ივანიშვილი და ეს ინტერვიუ, რაც გავიდა, ინტერვიუს ვერც დავარქმევ, დადგმული საუბრებია. მიზეზი, რის გამოც გახარიას ასე მუდმივად თავს ესხმის და მან დღეს დაადასტურა, რომ ჩვენი გუნდი უფრო საფრთხე ყოფილა, ვიდრე ნაციონალურ მოძრაობა და ამას დიდი ხანია "ოცნების" ლიდერებს ალაპარაკებს ჩვენზე. ამას მარტივი ახსნა აქვს, ნაცმოძრაობა დღეს არის მისთვის კომფორტული პარტნიორი და ზუსტად გახარიაა ის გასაღები, რომელიც არის ივანიშვილის დამარცხების გასაღები. დღეს გაშვებულ ინტერვიუშიც ამაზე ისაუბრა და დაადასტურა. გახარია და გახარიას გუნდი არის ივანიშვილის დამარცხების გასაღები და სწორად ეშინია მას ყველაზე მეტად გახარიასი, უბრალოდ, რასაც ვერ ცვლის არის, რომ გახარიას და გახარია გუნდს, ვერასდროს ვერ შეეშინდება ასეთი ადამიანების, იმიტომ რომ ჩვენ ვემსახურებით იდეას და ღირებულებებს", - განაცხადა ბუჩუკურმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×