რეზონანსი
21.10.2024

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე გიორგი გახარიას და მის თანაგუნდელებს გასამართლებით ემუქრება.

ბიძინა ივანიშვილი "ტვ იმედის" ეთერში პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერსა და წევრებს საქართველოს ომში ჩართვასა და "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში მოყვანის მცდელობაში ადანაშაულებს.

როგორც ბიძინა ივანიშვილი ამბობს, ყოფილი პრემიერი და 25 ნომრის ქვეშ გაერთიანებული ადამიანები "მკაცრ სასჯელს იმსახურებენ და ამას მიიღებენ კიდეც".

ამ გარეწარს და მასთან ერთად რომ დგანან, მათ გასამართლება მოუწევთ. თეთრით შავზე დავუმტკიცებთ ყველაფერს, რას აკეთებდა და როგორ ეხმარებოდა "ნაციონალურ მოძრაობის" მოყვანას და რა კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ ქვეყანა ომში უნდა ჩართონ, სასამართლოს დონეზე გვაქვს ყველა დოკუმენტი დალაგებული. გახარიასაც და მისი პარტიის წევრებსაც მოუწევთ გასამართლება. ისინი მკაცრ სასჯელს იმსახურებენ და ამას მიიღებენ კიდეც", - ამბობს ბიძინა ივანიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×