რეზონანსი
21.10.2024

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაზიანებულია ინფრასტრუქტურის ნაწილი, დატბორილია საყანე ფართობები, დაზიანებული და დატბორილია საცხოვრებელი სახლები.

„მერიაში შექმნილია საგანგებო შტაბი, ყველა სამსახური ჩართულია და მობილიზებულია მოსახლეობის დასახმარებლად.

ჩოჩხათის, სუფსისა და ღრმაღელის ადმინისტრაციულ ერთეულებში ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი მოადგილე თორნიკე ტიკაძესთან ერთად იმყოფებოდა, მოსახლეობას შეხვდა და ადგილზე დაათვალიერა სტიქიისაგან მიყენებული ზარალი.

რამდენიმე სოფელში ჩამოწოლილია მეწყერი და დაწყებულია აღდგენითი სამუშაოები, რომელიც მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება“, - აცხადებენ უწყებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×