რეზონანსი
21.10.2024

"ძლიერი საქართველოს" ლიდერის ბადრი ჯაფარიძის თქმით, არავინ უნდა შეეცადოს ხალხის ნების გაყალბებას, რადგან ამას საზოგადოება წინ აღუდგება. 

„ქართველი ხალხი არის კონსოლიდირებული ამ ისტორიული მიზნის მიღწევის გზაზე. ქართველი ხალხი არის კონსოლიდირებული იმისთვის, რომ დაიცვას მისი ნება 26 ოქტომბერს და არ დაუთმოს ჩვენი ქვეყანა რუსულ იმპერიალისტებს. არავინ უნდა შეეცადოს ქართველი ხალხის ნების გაყალბებას. ამას წინ აღუდგება ქართველი ხალხი და ეს არაჩვეულებრივი, მშვიდობიანი მარში კიდევ ერთხელ არის დემონსტრირება იმის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენ მშვიდობიანად უნდა დავიბრუნოთ ჩვენი სახელმწიფო“, - განაცხადა გუშინდელი აქციის შემდეგ ჯაფარიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×