რეზონანსი
21.10.2024

ფოთში სტიქიის გამო, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა. უხვი ნალექის შედეგად დატბორილია გზები, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების ეზოები და მისასვლელი ადგილები, რაც აფერხებს დაწესებულებების ფუნქციონირებას.

„აღნიშნულიდან გამომდინარე, შეჩერდა სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების ფუნქციონირება 21 ოქტომბრიდან, არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებამდე“, - აცხადებენ ფოთის მერიაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×