რეზონანსი
21.10.2024

თურქი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ყოფილი იმამი და თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული  FETO-ს ლიდერი ფეთჰულაჰ გიულენი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ოჯახის წევრებზე დაყრდნობით უცხოური მედია ავრცელებს.

FETO-სთან დაახლოებული პორტალი Herkul-ის ინფორმაციით, გიულენი 20 ოქტომბერს პენსილვანიის კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაცია 83 წლის გიულენის გარდაცვალების შესახებ მისმა ძმისშვილმა ებუსემე გიულენმა დაადასტურა.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 2016 წელს საჯაროდ დაადანაშაულა ფეთჰულა გიულენის მომხრეები სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაში. აჯანყების ჩახშობიდან მალევე, გიულენის მიმდევრების მასობრივი დაპატიმრებები მოჰყვა.

ფეთჰულაჰ გიულენი და რეჯეფ თაიპ ერდოღანი წარსულში თანამებრძოლები იყვნენ. პირველი უთანხმოება მათ შორის 1999 წელს მოხდა. მაშინ გიულენი აშშ-ში წავიდა სამკურნალოდ და თურქეთში აღარ დაბრუნებულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×