რეზონანსი
20.10.2024

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკული ფილმისთვის სამხედრო თემატიკის რამდენიმე სცენის გადაღება იგეგმება.

მხატვრული ფილმის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ეპიზოდის გადასაღებად, დედაქალაქის აეროპორტის ძველი ტერმინალის ტერიტორია შეირჩა, სადაც 21-22 ოქტომბერს, ორი დღის განმავლობაში სპეციალური სამხედრო ტექნიკა და სამხედრო ფორმებში ჩაცმული მსახიობები გადაადგილდებიან.

პროექტი სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ მხარდაჭერით ხორციელდება და მისი საქართველოში დასახარჯი ბიუჯეტი, ჯამში, 13 მლნ ლარს შეადგენს.

ამერიკულ სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმზე ჰოლივუდის მსახიობები, რეჟისორი და კინოოპერატორი მუშაობენ. ფილმის გადაღებების ფარგლებში დასაქმებულია საქართველოს 200-ზე მეტი მოქალაქე.

საქართველოში დაგეგმილი გადაღებები, სხვადასხვა ლოკაციაზე, 36 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×