რეზონანსი
20.10.2024

უეფა-ს გადაწყვეტილებით, ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის მატჩს გრაცის „შტურმსა“ და ლისაბონის „სპორტინგს“ შორის ქართველ მსაჯთა ბრიგადა გაუძღვება.

შეხვედრის მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილია, მას დახმარებას ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია გაუწევენ, მეოთხე მსაჯი კი გიორგი ავაზაშვილი იქნება. VAR-ის ოთახში იმუშავებენ ალესანდრო დი პაოლო და ლუკა პაირეტო იტალიიდან.

ქართველ მსაჯებს აქამდე მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე უმუშავიათ, ჯგუფურ ეტაპზე კი, რომელიც მიმდინარე სეზონიდან ლიგის ფაზით შეიცვალა, ქართველები პირველად იმსაჯებენ.

გიორგი ყრუაშვილი და მისი ასისტენტები ცოტა ხნის წინ უეფა-ს ერთა ლიგაზე ფინეთისა და ინგლისის ეროვნული ნაკრების თამაშს ემსახურებოდნენ.

„შტურმისა“ და „სპორტინგის“ შეხვედრა 22 ოქტომბერს, „ვიორთერზე შტადიონზე“ გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×