რეზონანსი
20.10.2024

რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინის თავდაცვის ძალები ფრონტის კონტროლს აგრძელებენ,- ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, კურსკის ოლქში უკრაინელი ჯარისკაცები მამაცურად და ეფექტურად ასრულებენ საბრძოლო მისიებს.

„მტრის ყველა მცდელობის მიუხედავად, აიღონ ინიციატივა, სიტუაცია ჩვენს კონტროლქვეშ რჩება", - აღნიშნა სირსკიმ.

მისი თქმით, უშუალოდ განახორციელა სამუშაოები ბრიგადის სამეთაურო პუნქტებში და მოუსმინა ბრიგადის მეთაურებს და მათ წინადადებებს შემდგომ ქმედებებთან დაკავშირებით და დახმარება გაუწია პრობლემური საკითხების გადაჭრაში.

„სიტუაციის შეფასების გათვალისწინებით, მივიღე არაერთი გადაწყვეტილება, რომელიც მიმართულია მტრის მოქმედებების აღკვეთისა და მისთვის მაქსიმალური დანაკარგების მიყენებაზე", - აღნიშნა სირსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×