რეზონანსი
20.10.2024

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ ევროკავშირის ელჩი მხარს უჭერს ქარტიას, რომელიც დროებით მთავრობას და რიგგარეშე არჩევნებს ითვალისწინებს. მისი თქმით, თუ ეს სიმართლეს შეესაბამება ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა განმარტება უნდა გააკეთონ.

„თუ მართლა ისე იყო, რასაც ქალბატონი ზურაბიშვილი ამბობს და თუ ბატონი ჰერჩინსკი 27 ქვეყნის სახელით საუბრობს, ელჩთან ერთად იმ დანარჩენმა ქვეყნებმაც უნდა გააკეთონ ამასთან დაკავშირებით განმარტება", - განაცხადა მაჭავარიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×